logo
ENG



"მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენი თანამშრომლობა ჩიხში შევიდა" - ამირეჯიბმა იმედი დატოვა

11 მაი 202416:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/11/gab0sas27lojcj5.jpg

ტელეწამყვანმა ეკა ამირეჯიმა ტელეკომპანია იმედი დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

"მიმდინარე ყოველდღიური მძიმე მოვლენების ფონზე, რამდენიმეკვირიანი ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, ვთლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში. მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ საკუთარ თავს ვერცერთ არხზე, ამიტომ ასე დასრულდა ეს ამბავი აქ და ახლა.

აქვე, მინდა გამოვრიცხო ყველანაირი შესაძლო არასწორი, თუ პრიმიტიული ინტერპრეტაცია. მიუღებელია! ნებისმიერი მხრიდან! ყველა ტიპის რადიკალური, ძალადობრივი, ისტერიული, ერთმანეთის უმოწყალო, უპირობო "გასამართლება-გამათრახებაზე" აგებული კამპანიები ყველგან, მათ შორის, სოც ქსელში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ქუჩებში ხდება ბოლო დღეებია. ჩვენი ემოციურობა, რაოდენ გულწრფელი პატრიოტული მოტივებიც არ უნდა იდგეს ამის უკან, არც ერთ მხარეს არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ასეთ დროს გვესმოდეს მნიშვნელობა ყოველი სიტყვის, რომელიც კიდევ უფრო ძაბავს და აპირისპირებს ადამიანებს", - წერს ამირეჯიბი. 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმედი კიდევ ორმა წამყვანმა დატოვა. საუბარია დილის გადაცემის წამყვანებზე, ნათია ორველაშვილსა და ზურა ბალანჩივაძეზე. 


close დახურვა